| გამომცემლობა | არტანუჯი |
|---|---|
| ISBN | 9789941527166 |
| გვერდები | 184 |
| ფორმატი | |
| გამოცემის თარიღი | 2026 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
დასავლურმა „რბილმა ძალამ“ – იქნებოდა ეს ამერიკული ჯაზი თუ კინემატოგრაფია, ლიტერატურა თუ როკ-ენ-როლი – ჯერ საბჭოთა იდეოლოგიის გაშიშვლება და მერე კი აღსასრული დააჩქარა; მან მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ „ხე ნაყოფით გამოიცნობა“ – ანუ საბჭოეთში მცხოვრებთათვის ნათელყო, რომ დასავლური სისტემა, თავისუფალი ბაზრითა და სიტყვის თავისუფლებით, კაპიტალიზმითა და კერძო საკუთრებით უფრო ღირებულ შედეგს ქმნიდა, ვიდრე მარქსისტულ-ლენინისტური სოციალიზმი მისი ხუთწლედებით, „გმირი დედებითა“ და მოწინავე მწველავებით. თავისუფალი სამყაროს ეს „ნაყოფი“ ყველაზე დამარწმუნებელი არგუმენტი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომელი იდეოლოგია სჯობდა სუპერსახელმწიფოთა ჭიდილში – სოციალისტური თუ კაპიტალისტური, კომუნისტური თუ დემოკრატიული.