გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941302282
გვერდები 152
ფორმატი 13.00/19.50
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალაქი, რომლის მცხოვრებლებიც, განსაკუთრებით კი ისინი, მდინარის გაღმა რომ ცხოვრობდნენ, იფიცებოდნენ, ჩვენი ქალაქი ამქვეყნად ყველაზე მშვენიერია და აქ ისეთები ხდება, სხვა ქალაქებს არც დაესიზმრებათო.

სწორედ ამ ქალაქში, ყოფილი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში ცხოვრობდა ხეიბარი მუსიკოსი ალექსი ადამიანი, რომელსაც ბედმა ძალიან მძიმე ცხოვრება არგუნა, მაგრამ იმავე ბედმა გაუღიმა კიდეც და განუყრელი აკორდეონი რავიატა, უახლოესი მეგობრები – კოტიკო და დათა, მასზე ფარულად შეყვარებული თამრიკო და შვილიშვილი ზინკა აჩუქა.

ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანი „ზინკა ადამიანი“ სწორედ ამ ადამიანების ცრემლიან-ღიმილიან ამბავს მოგვითხრობს. ერთ ზღაპრად აკინძულ, ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბებში არავინ იცის, რა არის გამოგონილი და რა – მართალი, მაგრამ ამ ისტორიებში, როგორც ნაკვერჩხალში – ჯადოსნური სასახლე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის ნამდვილი ამბები ირეკლება.


ასპერნის წერილები

ჰენრი ჯეიმზი

₾ 2.00 ₾ 9.95 -80%

Rating details · 3734 ratings · 6938 reviews

ადამიანი ხვდება ძაღლს

კონრად ლორენცი

₾ 15.40 ₾ 21.95 -30%

Rating details · 823 ratings · 1758 reviews