ქეთევან წამებული

თეა ქართველიშვილი

₾ 24.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941513923
გვერდები 136
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2026
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ქეთევან წამებული – ასე დამკვიდრდა ქართველთა ცნობიერებაში სახელი XVII საუკუნეში მოღვაწე კახეთის დედოფლისა, რომელიც ბაგრატიონთა მუხრანულ შტოს ეკუთვნოდა.

იმდენად დიდი და შთამბეჭდავია მისი მოწამებრივი ღვაწლი, რომ საქრისტიანოში არსებული უამრავი წმინდა მოწამისგან განსხვავებით, მხოლოდ ქეთევანი იხსენიება „წამებულის“ ეპითეტით.­

ნაშრომში თავმოყრილია არა მხოლოდ ქეთევან დედოფლის სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი – ტყვეობისა და 1624 წლის 26 სექტემბერს შირაზში მოწამებრივი აღსასრულის პერიპეტიები, – არამედ მისი ბიოგრაფიიდან ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მოვლენები და დოკუმენტები, რომლებიც ასახავს კახეთის სამეფოს მმართველობაში დედოფლის აქტიურ მონაწილეობას, დიპლომატიურ სარბიელზე მოღვაწეობას, სპარსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობას და ა. შ.­

წიგნი-ალბომი უხვადაა ილუსტრირებული ქეთევან წამებულის ფრესკული და მინიატიურული გამოსახულებებით, მის სახელთან დაკავშირებული ადგილების ფოტოებითა და უცხოური გრავიურებით.­

გამოცემა ეძღვნება დედოფლის მოწამებრივი აღსასრულის 400 წლისთავს.­

გამოიცემა გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „შატო მუხრანის“ თანამშრომლობით.