| გამომცემლობა | არტანუჯი |
|---|---|
| ISBN | 9789941527203 |
| გვერდები | 296 |
| ფორმატი | |
| გამოცემის თარიღი | 2026 |
| ყდა | მაგარი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
ალექსანდრე ქართველმა (ქართველიშვილმა) მსოფლიო ავიაციის ისტორია შეცვალა. მისი შექმნილი თვითმფრინავები მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო, ასევე კორეისა და ვიეტნამის ომებში. ქართველი მსოფლიო ავიაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პიონერად ითვლება და მას ხშირად ყველაზე დიდი და ცნობილი ავიატორების ათეულში მოიხსენიებენ.
მაგრამ ეს წიგნი მხოლოდ ერთ ინჟინერზე არ არის, ეს ორი პარალელური მოგზაურობის ისტორიაა.
პირველი იწყება XX საუკუნის 20-იან წლებში – ახალგაზრდა ქართველი ოფიცრის ამბით, რომელიც საქართველოდან ემიგრაციის შემდეგ ამერიკაში აღმოჩნდა და იქ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ავიაციის ისტორიაში. ეს არის ალექსანდრე ქართველის გზა – თბილისიდან ამერიკის ცამდე.
მეორე მოგზაურობა ბევრად გვიან იწყება: გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც პატარა ბიჭი, რამაზ ბლუაშვილი, თბილისის აეროპორტის ცივ რკინის ღობესთან იდგა და პირველად ხედავდა აფრენილ თვითმფრინავს. იმ წამმა ძლიერი გავლენა იქონია მასზე და განსაზღვრა მისი მომავალი ცხოვრება. 2005 წელს, რამაზმა დაიწყო ოცწლიანი ძიება – მუზეუმებში, დავიწყებულ დოკუმენტებსა და სხვადასხვა არქივში – იმის გასარკვევად, ვინ იყო ადამიანი, რომელსაც მსოფლიო ავიატორების ათეულში მოიხსენიებდნენ.
ამ ძიებისას ისტორია ავიაციის ფარგლებს სცდება და კოსმოსს სწვდება. მკითხველი აღმოაჩენს, როგორ აღმოჩნდა ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ NASA-ს Voyager-ის „ოქროს ფირფიტაზე“, როგორც დედამიწის გზავნილი უსასრულო სამყაროსთვის.
წიგნი არის ავიაციასა და კოსმოსზე, მეხსიერებასა და დავიწყებული სახელების დაბრუნებაზე. ორი მოგზაურობა და ამბავი, რომელიც ვრცელდება ომის დროინდელი ძრავების გუგუნიდან კოსმოსის უსასრულო სიჩუმემდე.
ნამე და სხვა სცენარები (2016-2020)
₾ 10.50 ₾ 14.95 -30%
ინტერვიუ ტერორისტთან
₾ 10.50 ₾ 14.95 -30%