მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე

შეჰან კარუნატილაკა

₾ 24.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941319365
გვერდები 516
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2026
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

შრი-ლანკის სამოქალაქო ომი, რომელიც 1983 წელს დაიწყო და 26 წლის განმავლობაში, 2009 წლამდე, გრძელდებოდა, შეჰან კარუნატილაკას ამ რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზია.

ავტორი გვაცნობს მაალი ალმეიდას, გარდაცვლილ ფოტოჟურნალისტს, რომელიც „შუალედურ“ სივრცეში, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არსებულ მეტაფიზიკურ ზონაში იღვიძებს. მას ეძლევა შვიდი „მთვარე“, დროის სიმბოლური მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც საკუთარი მკვლელობის გარემოებები უნდა გამოიძიოს და მის მიერ გადაღებული ფოტომასალები – სახელმწიფო ძალადობის, სამხედრო დანაშაულებისა და პოლიტიკური კორუფციის შესახებ  გაავრცელოს, რაც რომანს გარკვეულწილად დეტექტივის ჟანრის კანონშიც აქცევს. აღსანიშნავია, რომ ავტორი მეორე პირის თხრობას მიმართავს, რაც მკითხველს მაალის გამოცდილებასთან კიდევ უფრო აახლოებს და მოვლენათა უშუალო თანამონაწილედ აქცევს. ამგვარი თხრობითი არჩევანი ამძაფრებს იმ იდეასაც, რომ გარდაცვლილები არსად ქრებიან: ისინი ცოცხლებს ჩურჩულით ესაუბრებიან, სიზმრებში ბრუნდებიან და ჩვენს შინაგან ხმებს ერევიან.

კარუნატილაკა ქმნის მრავალშრიან ნარატივს, სადაც რეალისტური პოლიტიკური კონტექსტი ერწყმის შრი-ლანკურ მითოლოგიასა და ფოლკლორულ წარმოდგენებს სიკვდილისა და საიქიოს შესახებ. ამ წიგნში დემონური და ზებუნებრივი ფიგურები ისტორიული ტრავმის მეტაფორები ხდებიან.

და მაინც, რა ღირებულება აქვს დოკუმენტირებულ სიმართლეს იმ საზოგადოებაში, სადაც ძალაუფლება სისტემატურად ახშობს მას? რა ხდება, როდესაც ისტორიის წერას არა გამარჯვებულები, არამედ მოჩვენებები აგრძელებენ? „მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე“ ამ კითხვებზე პასუხების გაცემის მცდელობაა.


სოდომი და გომორი

მარსელ პრუსტი

₾ 15.00 ₾ 24.95 -40%

Rating details · 4787 ratings · 15309 reviews

გაბო

გაბრიელ გარსია მარკესი

₾ 14.00 ₾ 19.95 -30%

Rating details · 365 ratings · 653 reviews