| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941319372 |
| გვერდები | 312 |
| ფორმატი | |
| გამოცემის თარიღი | 2026 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
შეადგინა ვახტანგ ჯავახაძემ
ნუ გაგიკვირდებათ და, ამ წიგნში ასი შედევრი, ასიც – თითქმის შედევრი და 37 შედევრობის კანდიდატია დაბეჭდილი.
რომელი რომელია – თვითონ დაახარისხეთ.
შეიძლება, ამ წიგნში თქვენი რომელიმე შედევრი ვერ აღმოაჩინოთ და ესეც ნუ გაგიკვირდებათ: მავანს მღვდელი მოსწონს და მავანს –„ეფემერა“.
ქვეტექსტის იდუმალებით შენიღბული ლირიკული ერთეულები და- მალობანას გვეთამაშებიან და ათი წლის შემდეგ რომ შევადგინო ამავე ავტორის რჩეული, ალბათ განსხვავებულს წარმოგიდგენთ.
ზოგიერთ შედევრს გამომწვევი ისტორია აღმოაჩნდა და ამით მოიპოვა უპირატესობა, უმეტეს უმრავლესობას კი უხილავი კარნა- ხობდა 1915-1926 ბედნიერ წელიწადებში.
ამ შედევრების ავტორის ფერადი ნიღბოსანი პორტრეტი რეზო გაბრიაძემ დამიხატა ორი ათასწლეულის მიჯნაზე – 1999 წელს – და
„სასწაულის მნახველი“ მიწოდა.
ამ სასწაულს გალაკტიონი ერქვა და
ამ გალაკტიონმა 1944 წელს წიგნს მხოლოდ ავტორის სახელი დააწერა და
ეს გალაკტიონი ბავშვივით დატუქსეს: შენ ხომ აკაკი არა ხარო და
ამ გალაკტიონმა გააპროტესტა და აკაკისავე შაირი გაიმეორა: აკაკი არა ვარ, მაგრამ გალაკტიონი ვარ და თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარო და
ამ გალაკტიონს ერთხელ უცნობმა ყმაწვილმა ერთი შედევრის ახსნა სთხოვა და გაოცებულმა ამ გალაკტიონმა ნაცნობ ქალბატონს შესჩივლა: რომ ვერ ავუხსენი, ისე გამიბრაზდა, თითქოს ვიცოდი და არ გავუმხილეო.
ჩვენც ისღა დაგვრჩენია, წავიკითხოთ „ოცნება, ნახაზი საგანთა უარით“ და მადლობა ვუთხრათ „უცნაურ ვარსკვლავზე დაბადებულ“ ამ უცნობს.
ვახტანგ ჯავახაძე